საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ და ულამაზეს კუთხეში, განუმეორებელი ბუნების წიაღში აღმოაჩენთ ვენახებით გარშემორტყმულ მრავალფუნქციურ შატოს ტიპის “აჭარული ღვინის სახლი”, სადაც განთავსებულია ღვინის საწარმო, ენოთეკა, მარანი ქვევრებით და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები.
აქ, ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, გაეცნობით ქართულ უძველეს ტრადიციებს, დააგემოვნებთ უგემრიელეს ღვინოსა და ქართულ კერძებს; დაათვალიერებთ ვენახს და გაიგებთ ქართული ღვინის წარმოების უნიკალურ მეთოდებს; შეძლებთ შეიძინოთ და დააგემოვნოთ ადგილობრივად ტრადიციული ტექნოლოგიებით ნაწარმოები ღვინოები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი უნიკალურობით. მათგან განსაკუთრებულია ჩხავერი როზე ,,პორტო ფრანკო’’, როგორც მშრალი, ნახევრად მშრალი, ასევე ქვევრის.