სასტუმრო იბერია ბათუმის სანაპირო ზოლიდან 800 მეტრში მდებარეობს. აქვე ფუნქციონირებს ბუნგალოები, კაფე–ბარები, რესტორნების ქსელი, ატრაქციონები, აკვაპარკი, დელფინარიუმი, ცნობილი ძველი და ახალი ბულვარები. ,,იბერია’’ ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნიდან, ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნემდე საქართველოს ერქვა. ოდიდგანვე საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით. შეიცვალა სახელი, მაგრამ არ შეცვლილა სიყვარული სტუმრისადმი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იბერიაში, სადაც საქართველოს არა მხოლოდ სახელი, არამედ სტუმრის მიღების კულტურა დაგხვდებათ.