მახუნცეთის ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს.
ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან სამარშრუტო ტაქსით, რადგან მდებარეობს მთავარ გზასთან ახლოს. ჩანჩქერის მონახულება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ნაწარმი: თაფლი, ჩურჩხელა და ა.შ. აქვე მდებარეობს რესტორნის ტიპის ობიექტები და საპიკნიკე სივრცე. ბათუმიდან ასასვლელად 35 წუთი დაგჭირდებათ.