ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის, სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ბაღს სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ. სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღი, გაშენებულია 111 ჰექტარზე და დაარსებულია 1912 წელს. ბაღში შედის კოლხეთის ტყის ნაკრძალი და მრავალი განსხვავებული ფლორისტული ლანდშაფტი. ბაღში მრავალი სახეობისა და ჯიშის მცენარეა. ბოტანიკური ბაღი საუკეთესო ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.